1. არასრულწლოვანს გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონით, აგრეთვე, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

2. არასრულწლოვანს უფლება აქვს ჰარმონიულად განვითარდეს, რაც მოიცავს ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და სოციალურ განვითარებას.

3. არასრულწლოვანის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

4. სახლი ხელს უწყობს არასრულწლოვანს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობების შენარჩუნებაში არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შესაბამისად, თუ მათი შენარჩუნება არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებსა და ჰარმონიულ განვითარება