1. არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შხაპი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. არასრულწლოვანი პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავის ან სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სარგებლობს სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის ზედამხედველობით.

3. თუ არასრულწლოვანს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, სახლი უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

4. არასრულწლოვანს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს.

5. სახლმა უნდა უზრუნველყოს სახლის ტერიტორიის სისუფთავ