1. იზოლატორში არსებული საცხოვრებელი პირობები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მოთავსებული პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, არ უნდა ხელყოფდეს მოთავსებული პირის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
2. მოთავსებულ პირზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა იზოლატორში არ უნდა იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები.
3. საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში შესაძლებელია მოთავსდეს პირთა განსხვავებული ოდენობა, არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ადგილების რაოდენობის 30 პროცენტისა.
4. მოთავსებული პირის საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.
5. მოთავსებულ პირს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და ნორმალური საძილე პირობების მოთხოვნების შესაბამისი საწოლი, ლეიბი და პლედი, რომლებიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. საჭიროების შემთხვევაში იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით თეთრეული შეიძლება გადაეცეს იზოლატორში მოთავსებულ პირ