1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება ხორციელდება:

ა) პროკურორის ან მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაბამისი დოკუმენტის იზოლატორში მიღებისთანავე;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) თუ გავიდა იზოლატორში მოთავსების ვადა, რომელიც აითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

2. მოთავსებული პირის გათავისუფლებას უზრუნველყოფს იზოლატორის უფროსი, ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც გათავისუფლების წინ ამოწმებს გათავისუფლებული პირის ვინაობას და შესაბამის დოკუმენტაციას.

3. ბრალდებულის სახით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება მთავარი სამმართველოს უფროსის, ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, თუ დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მას არ გადაეცა დადგენილება ბრალდების შესახებ, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, მაგრამ მისი დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. პირის გათავისუფლების თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი (შინაგანაწესის დანართი №3).
თავი III
მოთავსებული პირის უფლება-მოვალეობა