1. დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომში - იზოლატორი) არის განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ დანაყოფს და ფუნქციონირებს მთავარ სამმართველოში შემავალის სამსახურის სახით.

2. იზოლატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც იზოლატორში არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. იზოლატორის სამედიცინო პუნქტი უშუალოდ ექვემდებარება მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების განყოფილებას და არ შედის იზოლატორის შემადგენლობაში.

4. იზოლატორის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური.

5. იზოლატორს აქვს ბეჭედი იზოლატორის სახელწოდების აღნიშვნი