1. რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის მოადგილე:
ა) რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს ხელს უწყობს სამსახურებრივ საქმიანობაში და მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოებასა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის განთავსებას;
გ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების, ასევე სამსახურებრივი გასაღებების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შემოწმების პროცესს;
დ) ზედამხედველობს მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
ე) აკონტროლებს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორსა და მასში შემავალ იზოლატორში სტატისტიკის წარმოებას;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
2. ქ. თბილისის №1 იზოლატორისა და ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამმართველო) უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ასრულებს ამ მუხლითა და შინაგანაწესით რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის მოადგილისათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებ