1. იზოლატორს ხელმძღვანელობს იზოლატორის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.
2. იზოლატორში მსახურობენ მორიგე-გუშაგები, რომელთაც შეიძლება მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. იზოლატორის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზოლატორის მორიგე-გუშაგს შეიძლება დაეკისროს იზოლატორის ცვლის უფროსის უფლება-მოვალეობა.
3. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შტატგარეშე მოსამსახურეები.
4. იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურ