1. რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს მის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობას და წყვეტს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ და იზოლატორის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) აკონტროლებს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში შემავალი იზოლატორის საქმიანობას, აგრეთვე შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) შემდგომი რეაგირების მიზნით დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში შემავალი იზოლატორის მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) 24 საათის განმავლობაში ატყობინებს დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში ან მასში შემავალ იზოლატორებში:
დ.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;
დ.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;
დ.გ) მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ;
დ.დ) მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის შესახებ;
დ.ე) მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;
დ.ვ) მოთავსებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმული ჩივილების თაობაზე;
დ.ზ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;
დ.თ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;
დ.ი) მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების, არასრულწლოვნებისა და ქალების შესახებ;
დ.კ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მხრიდან პირველად სამედიცინო შემოწმებაზე ან/და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის თაობაზე;
დ.ლ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;
დ.მ) მოთავსებული პირის სხვა იზოლატორში გადაყვანის შესახებ;
დ.ნ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;
დ.ო) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ.პ) მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შესახებ;
დ.ჟ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;
დ.რ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ;
ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში ან მასში შემავალ იზოლატორებში:
ე.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;
ე.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;
ე.გ) მოთავსებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ;
ე.დ) მოთავსებული პირის მხრიდან იზოლატორის მოსამსახურის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;
ე.ე) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;
ე.ვ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;
ე.ზ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;
ე.თ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;
ე.ი) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ე.კ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ე.ლ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ;
ვ) პერიოდულად ისმენს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში შემავალი იზოლატორების მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ზ) უზრუნველყოფს იზოლატორის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს;
თ) ამტკიცებს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მასში შემავალი იზოლატორის მოსამსახურეების ცვლებში მორიგეობის გრაფიკებს და დეპარტამენტის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს იზოლატორის ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მოსამსახურეთა სიას;
ი) საჭიროებისამებრ მიმართავს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას იზოლატორის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;
კ) მის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში ასრულებს ამ დებულების მე-6 მუხლითა და შინაგანაწესით იზოლატორის უფროსისათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
2. ქ. თბილისის №1 იზოლატორისა და ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამმართველო) უფროსი ასრულებს ამ მუხლითა და შინაგანაწესით რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსისათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებ