ა) ახორციელებს იზოლატორის საქმიანობის ხელმძღვანელობას, წყვეტს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ და იზოლატორის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) პერიოდულად ისმენს იზოლატორის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ე) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესისა (შემდგომში – შინაგანაწესი) და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;

ვ) აკონტროლებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა დაკავების ვადებს;

ზ) არანაკლებ თვეში ერთხელ ამოწმებს იზოლატორში არსებული სამსახურებრივი გასაღებების რაოდენობასა და საკეტების მდგომარეობას;

თ) უზრუნველყოფს იზოლატორის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას;

ი) იზოლატორის მოსამსახურეებს აცნობს ბრძანებებსა და მითითებებს, კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოების განხორციელებას;

კ) პერიოდულად ამოწმებს იზოლატორში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების რაოდენობასა და მათ მდგომარეობას;

ლ) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;

მ) შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობებს შესაბამის ორგანოებს იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შესახებ;

ნ) ამზადებს და მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს იზოლატორის მოსამსახურეთა საგუშაგოზე მორიგეობის გრაფიკებს;

ო) იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფებს;

პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

ჟ) დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასა და მონიტორინგის დანაყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში:

ჟ.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;

ჟ.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;

ჟ. გ) მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის შესახებ;

ჟ.დ) მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის შესახებ;

ჟ.ე) მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;

ჟ.ვ) მოთავსებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმული ჩივილების თაობაზე;

ჟ.ზ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;

ჟ.თ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;

ჟ.ი) მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების, არასრულწლოვნებისა და ქალების შესახებ;

ჟ.კ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მხრიდან პირველად სამედიცინო შემოწმებაზე ან/და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის თაობაზე;

ჟ.ლ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;

ჟ. მ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;

ჟ.ნ) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ჟ.ო) მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შესახებ;

ჟ.პ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ჟ. ჟ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ;

რ) ვალდებულია წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:

რ.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;

რ.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

რ.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვე