იზოლატორის უფროსი:

ა) ახორციელებს იზოლატორის საქმიანობის ხელმძღვანელობას, წყვეტს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ და იზოლატორის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს  რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს ან/და მის მოადგილეს წინადადებებს იზოლატორის მუშაობის ორგანიზების, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) პერიოდულად ისმენს იზოლატორის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ვ) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს შინაგანაწესისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;

ზ) აკონტროლებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა დაკავების/პატიმრობის ვადებს;

თ) არანაკლებ თვეში ერთხელ ამოწმებს იზოლატორში არსებული სამსახურებრივი გასაღებების რაოდენობასა და  საკეტების  მდგომარეობას;

ი) დაუყოვნებლივ ატყობინებს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-4 მუხლის „დ.ა“–„დ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;

კ) უზრუნველყოფს იზოლატორის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას;

ლ) საჭიროებისამებრ მიმართავს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს ან/და მის მოადგილეს იზოლატორის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

მ) კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას, აცნობს იზოლატორის მოსამსახურეებს აღნიშნულ ბრძანებებსა და მითითებებს, კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოების განხორციელებასა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის სრულყოფილად განთავსებას, ასევე პასუხისმგებელია იზოლატორში სტატისტიკის წარმოებაზე;

ნ) პერიოდულად ამოწმებს იზოლატორში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების რაოდენობასა და მათ მდგომარეობას;

ო) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და ხელს აწერს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;

პ) შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობებს იზოლატორის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის რაიონულ ან საქალაქო დანაყოფსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შესახებ;

ჟ) ამტკიცებს იზოლატორის მოსამსახურეთა საგუშაგოზე მორიგეობის გრაფიკებს;

რ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მიმართავს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;

ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსისა და უფროსის მოადგილის  ცალკეულ დავალებებ