1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დროებითი მოთავსების იზოლატორების (შემდგომში – იზოლატორი) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) აწესრიგებს იზოლატორის საქმიანობის წესს და იზოლატორში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებულ ან პატიმრობაშეფარდებულ პირთა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებულ უცხოელთა იზოლატორში მოთავსების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად იზოლატორის მოსამსახურეებისთვის, იზოლატორში მოთავსებული პირებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც შედის/იმყოფება იზოლატორის ტერიტორიაზე.
3. შინაგანაწესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. იმ მოთავსებული პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება იზოლატორის მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას, გამოიყენება იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი