1. იზოლატორის მოსამსახურეები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში უშუალოდ იმყოფებიან იზოლატორში და ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას იზოლატორის ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით, არიან იზოლატორის მორიგე-გუშაგები.
2. იზოლატორის მორიგე-გუშაგი:
ა) ამოწმებს იზოლატორის საკნებს და იცავს საგუშაგოს (იზოლატორის საკნებთან არსებულ ტერიტორიას) მოთავსებული პირის გაქცევის ან სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეთვალყურეობს მოთავსებულ პირებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
გ) დადგენილი წესით ამოწმებს იზოლატორში მიღებულ ამანათებს და გადასცემს მათ ადრესატს;
დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-4 მუხლის „დ.ა“–„დ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;
ე) იზოლატორში მოთავსებულ პირებს აწვდის საკვების ულუფას დღის განრიგითა და შინაგანაწესის 28-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურებს და არეგისტრირებს შესაბამის ინფორმაციას მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
ზ) ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის შესაბამისი ცვლის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
დანართი №2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესი
ზოგადი დებულება