1. ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება იზოლატორში.

2. იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

3. უცხოელის იზოლატორში მოთავსება ხდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს ამავე ბრძანებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

4. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება იზოლატორშ