1. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.
2. ამ მონაცემთა ბაზაში ასევე შეიტანება ინფორმაცია იმ უცხოელების შესახებ, რომელთა მიმართ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით მთავარი სამმართველოს მიერ დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან/და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა საქართველო ან გაძევებულ იქნა საქართველოდან.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული ინფორმაცია საჯარო არ არის.
4. მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად მიიღება შესაბამისი ზომები, მათ შორის, უფლებამოსილ თანამდებობის პირთა წვდომა მონაცემთა ბაზაზე ხორციელდება მიზნობრივად, წვდომის დონეების დიფერენცირებისა და მონაცემთა შეცვლაზე შეზღუდვ(ებ)ის დაწესების გზი