1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს ცენტრში, თუ:
ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს იზოლატორში ან ცენტრში. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ უცხოელი დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. შესაძლებელია, უცხოელი დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, თუ აღარ არსებობს მისი დაკავების საფუძველი.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.
5. ამ მუხლის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების განხილვისას გამოიყენება ამ წესის XIII თავით დადგენილი რეგულაციები, გარდა მოცემული თავის მე-60 მუხლისა. ამ მუხლით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემთხვევაში ივსება უცხოელის დაკავების ოქმი (დანართი №3), გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უცხოელი საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული და მოთავსებული იყო ცენტრშ