1. თუ უცხოელის გაძევების გადაწყვეტილებით დადგენილია საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაციის თავიდან აცილების, მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელების, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, კანონისა და ამ წესის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემები მატერიალურად ინახება საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის გასვლიდან 10 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ არ არის დადგენილი საქართველოში შემოსვლის აკრძალვა − გაძევებიდან 15 წლის ვადით. აღნიშნული მონაცემები ელექტრონულად ინახება უვადოდ.
2. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ელექტრონულად ინახება სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე, მატერიალური სახით არსებული მონაცემები ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას.
4. თუ უცხოელი გარდაიცვალა, პერსონალური მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება. პერსონალური მონაცემები ნადგურდება სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაშ