1. ძალის გამოყენების უფლება დაკავებული უცხოელის მიმართ დასაშვებია, თუ იგი:
ა) ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ცენტრის მოსამსახურეებს;
ბ) ახორციელებს სხვა ძალდატანებით მოქმედებებს როგორც ცენტრში, ასევე ესკორტირების დროს, გაქცევის მცდელობისას, მის მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში.
2. ძალის გამოყენების დროს, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება. უკიდურესი აუცილებლობისას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომებიც, აგრეთვე უცხოელის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას უკიდურესი ღონისძიების სახით დასაშვებია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში ცენტრის პასუხისმგებელი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილი, საფუძველი და ხელბორკილის ან სხვა საშუალებით შებორკვის მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობ