1. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ მისივე სქესის პირმა, იმავე სქესის პირის თანდასწრებით. უცხოელისა და მისი ნივთის/ნივთების პირადი დათვალიერება ხორციელდება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ არსებობს საფრთხე, რომ უცხოელი გამოიყენებს ნივთს/ნივთებს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ქონების დაზიანებისათვის. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №4). ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი და უცხოელი, ხოლო არასრულწლოვნის, ქმედუუნარო პირის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადი დათვალიერების შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენელი (მისი არარსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა). დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. თარჯიმნის არსებობის შემთხვევაში, ოქმზე ხელს აწერს თარჯიმანი.
2. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების დროს ჩამორთმეული ნივთები ცენტრში ინახება უცხოელის მიერ ცენტრის საბოლოო დატოვებამდე.
3. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების დროს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცივი იარაღის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ყალბი დოკუმენტაციისა და ბანკნოტების აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს ან/და ტერიტორიულ ორგანოს.
4. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ექვემდებარება პირად დათვალიერებას. პირის პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერებ