1. თუ არსებობს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების ან სასამართლოს ბრძანების აღსრულებამდე.

2. დაკავებული უცხოელი ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ცენტრში მოთავსების ვადა დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს ცენტრ