1. ცენტრში მოთავსებულ პირს უფლება აქვს:

ა) გაასაჩივროს ცენტრის მოსამსახურეთა ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დაუბრკოლებლად დაამყაროს კონტაქტი მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან. იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, უცხოელს უფლება აქვს, დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა ამოცანაცაა ასეთი კატეგორიის პირების დაცვა;

გ) სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად დაუკავშირდეს და შეხვდეს უფლებამოსილ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს (შესაბამისი რწმუნების წარმოდგენის შემთხვევაში), ადვოკატს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს;

დ) გამოყოფილ დროს ისარგებლოს ტელეფონით სასურველ პირთან დასაკავშირებლად;

ე) ნებისმიერ დროს ისარგებლოს ცენტრში არსებული სამედიცინო პუნქტის მომსახურებით და მიიღოს შესაბამისი დახმარება, მათ შორის მედიკამენტები;

ვ) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მოითხოვოს საცხოვრებელი ოთახის შეცვლა;

ზ) ისარგებლოს ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები;

ბ) არ შეუქმნას საფრთხე ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე ცენტრის უსაფრთხოებას;

გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან ცენტრის საკუთრება.

3. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომებ