1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს იზოლატორში ან ცენტრში. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრში მოთავსების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება იზოლატორშ