1. უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს დეპარტამენტთან, მათ შორის:

ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება;

ბ) მას წარუდგინოს თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ეხება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას;

გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად;

დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად;

ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს მას მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში);

ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დეპარტამენტს ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ცვლილების შესახებ;

ზ) შეასრულოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები;

თ) დატოვოს საქართველო უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში;

ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები.

2. უცხოელს წერილობითი ფორმით მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განემარტება, რომ საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, მათ შორის, მის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურება, ხოლო ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში − აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისთვის თავის არიდება ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის თავის სხვაგვარად არიდება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობა