1. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროს, უცხოელის პირადი ნივთები და ბარგი ექვემდებარება უსაფრთხოებისათვის დადგენილი შემოწმების პროცედურას.

2. გამგზავრებამდე დეპარტამენტის მიერ უცხოელის ბარგზე კეთდება შესაბამისი საიდენტიფიკაციო აღნიშვნა.

3. პირადი ნივთები, მათ შორის, ფული და ძვირფასეულობა, გადაეცემა გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს ცენტრის დატოვებისას.

4. გამგზავრებამდე უცხოელს დეპარტამენტი აწვდის ინფორმაციას პირადი ნივთებისა და ბარგის გადატანასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ.

5. ბარგთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ევალება გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს.

თავი X. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სახდელის ან სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება ან უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალ