1. თუ გარემოებები იძლევა ამის საშუალებას და თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბაჟო ან სხვა მოთხოვნებს, მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ბარგის გაგზავნის ადგილზე დაბრუნება ბარგის რეგისტრაციის ქვითრის გადაცემით, ხოლო თუ ამას ითხოვს გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები – ბილეთის წარდგენით.
2. გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები შესაძლებელია ითვალისწინებდეს რეგისტრირებული ბარგის განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა დებულებებს, კერძოდ, დანიშნულების პუნქტის შეცვლას და ფინანსურ შედეგებს, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მგზავრ