1. მგზავრს უფლება აქვს, თან იქონიოს გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით განსაზღვრული მარტივად გადასატანი ნივთები (ხელბარგი).

2. ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა-გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობების შესაბამისად.

3. მგზავრს უფლება აქვს, თან იქონიოს გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით განსაზღვრული მსხვილგაბარიატიანი ნივთები ამავე პირობებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ნივთები, ფრინველები და ცხოველები, რომლებმაც შეიძლება შეაწუხოს სხვა მგზავრები, დისკომფორტი შეუქმნას მათ ან გამოიწვიოს ნებისმიერი სახის დაზიანება, მატარებელში არ დაიშვება.

5. მგზავრს უფლება აქვს, ნივთები, ფრინველები და ცხოველები გაგზავნოს რეგისტრირებული ბარგის სახით გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობების შესაბამისად.

6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ხელბარგის ან რეგისტრირებული ბარგის სახით, რომლებიც გადაიზიდება რკინიგზით, უნდა მოხდეს „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად