1. გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამყვან-გადამზიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიყვანოს მგზავრი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში გადაზიდოს რეგისტრირებული ბარგი დანიშნულების პუნქტამდე და მიაწოდოს აღნიშნული ბარგი დანიშნულების პუნქტში.

2. გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს მგზავრისათვის გაცემული ერთი ან მეტი ბილეთით.

3. ბილეთი არის გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და შინაარსის მტკიცებულება, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდებ