1. ამ წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;
ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;
გ) ბილეთი − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მგზავრს აძლევს მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მისი გადაყვანის ვალდებულებას. ბილეთი ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტს;
დ) რკინიგზის სადგური − სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტი, სადაც შეიძლება დაიწყოს, შეჩერდეს ან დასრულდეს სარკინიგზო მომსახურების გაწევა და რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისთვის;
ე) რკინიგზის სადგურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ერთი ან ერთზე მეტი რკინიგზის სადგურის მართვისთვის და რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის მენეჯერი;
ვ) ტუროპერატორი − „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტუროპერატორი, რომელიც ყიდის ბილეთებს ერთ ან ერთზე მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების საფუძველზე
ზ) ბილეთების გამყიდველი − პირი, რომელიც ახორციელებს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით საცალო ვაჭრობას და ყიდის ბილეთებს ერთ ან ერთზე მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების საფუძველზე;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი − პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში და რომელსაც გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ი) გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი − ფიზიკური პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის, თუმცა რომლის ნებისმიერი მიზეზით გადაადგილება შეზღუდულია და რომელიც საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა მან სხვა მგზავრების მსგავსად შეძლოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა;
კ) დანიშნულების პუნქტი − ბილეთში მითითებული გადმოსხდომის პუნქტი;
ლ) გამგზავრების პუნქტი − ბილეთში მითითებული გამგზავრების პუნქტი;
მ) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება − სარკინიგზო საწარმოსა და მგზავრს შორის დადებული ხელშეკრულება სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ანაზღაურების სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
ნ) ჯავშანი − წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, პირისათვის ტრანსპორტირების მოთხოვნის უფლების მინიჭება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
ო) მომსახურება − მგზავრის რკინიგზით ტრანსპორტირების მომსახურება, რომელიც ხორციელდება რკინიგზის სადგურებს შორის განრიგის შესაბამისად, მათ შორის, მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებული მომსახურება;
პ) რეისი − მგზავრის გადაყვანა გამგზავრებისა და ჩასვლის რკინიგზის სადგურებს შორის;
ჟ) დაგვიანება − დროის სხვაობა გამოქვეყნებული განრიგით გათვალისწინებულ მგზავრის ჩასვლის დროსა და მისი საბოლოო დანიშნულების რკინიგზის სადგურში ფაქტობრივი ან სავარაუდო ჩასვლის დროს შორის;
რ) ჩასვლა − დრო, როდესაც მატარებლის კარები იღება დანიშნულების ბაქანზე და ნებადართულია ჩამოსხდომა;
ს) სააბონემენტო ბილეთი − ბილეთი, რომელიც მის მფლობელს აძლევს შეუზღუდავი ოდენობით რკინიგზით მგზავრობის უფლებას, განსაზღვრულ მარშრუტზე ან ქსელში განსაზღვრული დროის განმავლობაში;
ტ) გამოტოვებული რეისი − ვითარება, როდესაც მგზავრი გამოტოვებს ერთიანი ბილეთის სახით გაყიდულ ერთ ან მეტ მომსახურებას, წინა რეისის დაგვიანების ან გაუქმების ან რეისის განრიგით გათვალისწინებულ დროზე ადრე გამგზავრების შედეგად;
უ) გადამყვან-გადამზიდველი − ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადამყვან-გადამზიდველი, რომელთანაც მგზავრმა გააფორმა გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება წინამდებარე წესის შესაბამისად ან მომდევნო გადამყვან-გადამზიდველი, რომელიც პასუხისმგებელია გადაყვანა-გადაზიდვაზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე;
ფ) შემცვლელი გადამყვან-გადამზიდველი − გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც არ გაუფორმებია გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება მგზავრთან, მაგრამ რომელსაც ამ პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გადამყვან-გადამზიდველმა მთლიანად ან ნაწილობრივ დააკისრა სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება;
ქ) ერთიანი ბილეთი − ბილეთი/ბილეთები, რომელიც/რომლებიც წარმოადგენს ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებას მიმდევრობითი სარკინიგზო მომსახურებისთვის, რომელსაც გასწევს ერთი ან რამდენიმე სარკინიგზო საწარმო;
ღ) სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ყ) გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები − მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადამყვან-გადამზიდველისათვის ან მის მიერ დადგენილი პირობები ზოგადი პირობების ან/და ტარიფების სახით, რომლებიც გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით იქცა მის განუყოფელ ნაწილად;
შ) საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანა − სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანა, რომელიც კვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და რომლის ძირითადი მიზანია მგზავრების გადაყვანა სხვადასხვა სახელმწიფოში არსებულ რკინიგზის სადგურებს შორის;
ჩ) ქვეყნის შიდა სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანა − სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში;
ც) რეგიონული სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანა − სარკინიგზო სატრანსპორტო გადაყვანა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის;
ძ) საქალაქო და საგარეუბნო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანა − სარკინიგზო სატრანსპორტო გადაყვანა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მგზავრების გადაყვანა საქართველოს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობ