1. მგზავრის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას მისი დისკრიმინაცია დაუშვებელია.
2. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა მგზავრს უნდა შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები და ტარიფები მგზავრის მოქალაქეობის ან სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველის, ტუროპერატორის დაფუძნების ადგილის მიხედვით პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გარეშე.
3. მგზავრის მიერ ბილეთის დაჯავშნის შემთხვევაში, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სარკინიგზო საწარმოსა და ბილეთების გამყიდველზე.
4. საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს და 5-დან 10 წლამდე ბავშვებს უფლება აქვთ რკინიგზით მგზავრობისას ისარგებლონ საშეღავათო პირობებით. აღნიშნული სოციალური კატეგორიისთვის საშეღავათო პირობებით სარგებლობის წესი, საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ფარგლებში, განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოს მიერ „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის №266 დადგენილებით დამტკიცებული „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად გაფორმებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით, ხოლო სხვა შემთხვევაში – გადამყვან-გადამზიდველის მიერ.
5. კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაძლოა განისაზღვროს სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის უფლების მქონე პირთა კატეგორიები საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ფარგლებში „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის №266 დადგენილებით დამტკიცებული „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად გაფორმებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით, ხოლო სხვა შემთხვევაში - გადამყვან-გადამზიდველის მიე