1. დაუშვებელია მგზავრთან დაკავშირებით საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან გათავისუფლება მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებით.

2. მგზავრი ვალდებული არ არის, შეასრულოს ის სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მგზავრის უფლებების შეზღუდვას.

3. სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორს უფლება აქვს, მგზავრს შესთავაზოს საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და ამ წესით დადგენილ პირობებზე უფრო ხელსაყრელი სახელშეკრულებო პირობებ