1. ბილეთების ფორმა და შინაარსი, აგრეთვე, ენა და ასო-სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს მათ დასაბეჭდად და შესავსებად, განისაზღვრება გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით, რომელიც წარმოადგენს ბილეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.
2. ბილეთზე მითითებული უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) გადამყვან-გადამზიდველი/გადამყვან-გადამზიდველები;
ბ) ჩანაწერი, რომ გადაყვანა-გადაზიდვა ექვემდებარება წინამდებარე წესს. აღნიშნული შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი ფორმით: „გადაყვანა-გადაზიდვაზე ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი.“;
გ) ნებისმიერი სხვა ჩანაწერი, რომელიც აუცილებელია გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და შინაარსის დასადასტურებლად და საშუალებას აძლევს მგზავრს, დაიცვას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები.
3. ბილეთის მიღებისას მგზავრი უნდა დარწმუნდეს, რომ ის შედგენილია მისი მითითებების შესაბამისად.
4. შესაძლებელია ბილეთის სხვისთვის გადაცემა, თუ ის შედგენილი არ არის მგზავრის სახელზე და თუ მგზავრობა არ დაწყებულა.
5. ბილეთი შესაძლებელია შედგენილ იქნეს მონაცემთა ელექტრონული აღრიცხვის სახით, რაც იძლევა მათი წასაკითხ წერილობით სიმბოლოებად გარდაქმნის საშუალებას. მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავებისათვის გამოყენებული პროცედურები ფუნქციური თვალსაზრისით ეკვივალენტური უნდა იყოს მატერიალურ ბილეთთან, განსაკუთრებით ბილეთის მტკიცებულებით ძალასთან მიმართები