ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს:
ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;
ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო;
დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა;
ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა