1. დაინტერესებული პირი ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოპოვების ვადა;
ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;
გ) მოპოვების საშუალება;
დ) მოპოვების ადგილი.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვლით, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლები
"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ" · რედაქცია 26.07.2011
მუხლი 17. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად
თავი IV — ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი
- მუხლი 6. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები
- მუხლი 9. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები
- მუხლი 10. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად
- მუხლი 13. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები
- მუხლი 14. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება
- მუხლი 21. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები
- მუხლი 22. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება
- მუხლი 24. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები
- მუხლი 26. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 27. აუქციონში მონაწილეობის პირობები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ", მუხლი 17, №56, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 390050000.32.057.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1135481/muxli-17/