1. სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში მერქნული რესურსი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ხეტყის დამზადების ბილეთი.
2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური დანიშნულების ჭრის ტყეკაფზე ხეტყის დამზადების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდისა და ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
4. ხეტყის დამზადების ბილეთს გასცემს ტყის მართვის ორგანო ან/და მართვის ორგანოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – სხვა პირ