1. სოციალური დანიშნულების ჭრით I ხარისხის ხის მოპოვებაზე ხეტყის დამზადების ბილეთი აღებული უნდა იქნეს ასეთი უფლების მოპოვებიდან იმავე წლის დასასრულამდე.
2. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური დანიშნულების ჭრისთვის გამოყოფილი კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და მისი მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 90 კალენდარული დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვადაგასული ბილეთის ნაცვლად ახალი ბილეთი არ გაიცემა. ასევე არ დაიშვება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება. (შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ გავრცელდეს ამ წესის ამოქმედებამდე გაცემულ ბილეთებზე. ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული ბილეთების საფუძველზე ხეტყის ათვისების ვადად განისაზღვროს 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდი, სხვა შემთხვევაში, გაცემული ბილეთების მოქმედება შეწყდება).
3. ხეტყის ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში ხეტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში, ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით წერილობით მიმართავს ტყის მართვის ორგანოს ხეტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე, ხეტყის რესურსის დარჩენილ აუთვისებელ ოდენობაზე გასცემს ხეტყის დამზადების ახალ ბილეთს (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი).
4. საშეშე ხეტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს 7 მ3-ისა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში, ერთ კომლს (ოჯახს) – არაუმეტს 15 მ3 (ეს პირობები ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებზეც).
5. სოციალური მიზნების ფარგლებში საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მერქნული რესურსის სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება ისარგებლოს ხეტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამ მოსახლეობისათვის გათვალისწინებული, 7 მ3 ან 15 მ3 მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, პირს უფლება აქვს მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური დანიშნულების ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).
6. სოციალური მიზნით საშეშე ხეტყის მომხმარებელთა რეალური (სწორი) რაოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ ხდება დასახლებულ პუნქტებში ადგილზე მხოლოდ ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) ერთი წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების ტყის მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი საშეშე ხეტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.
7. დაუშვებელია მხოლოდ ბუნებრივი აირის, ან ელექტროენერგიის რეგისტრირებული მომხმარებლების სააბონენტო მონაცემებზე დაყრდნობით სიების შედგენა. სიების შედგენა (კომლების აღიცხვა) და მისი ყოველწლიური კორექტირება ხდება მხოლოდ გათბობის სეზონზე, შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდში. სიების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტების მიხედვით სიების ტყის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგან