ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ ჭრების განხორცილების მიზნით ტყეკაფზე მონიშნული ხისთვის მოსაკრებლის გადახდა ხდება შემდეგი წესების დაცვით:

ა) I ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) II ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელ