1. ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს.
2. ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, თუ სააუქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე.
4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ტყის საზღვრების კორექტირებით ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის, სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსის, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ ტყიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის, პლანტაციური მეურნეობის წარმოების, თევზის მეურნეობის, ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით სარგებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსის, ასევე, ტყის მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსის შემთხვევებში ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხებიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის თანხის ჩარიცხვას თავის ანგარიშზე, ხოლო აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – მოსაკრებლის გადახდასა და სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩენილი თანხის (აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან) გადარიცხვას, გარდა ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევისა, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში, ასევე ტყის მართვის ორგანოს მიერ სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი. აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.
6. ამ წესის 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი უნდა იქნეს №8 დანართით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმავე პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ თანხა გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე და ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ვადებში.
8. ამ წესის 81-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმავე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისათვის მრგვალი ხეტყის (მორის) პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი ფასი (გარდა სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ასეთი რესურსის გაცემის შემთხვევისა), რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული თანხიდან I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის, ხოლო III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.
9. პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსახლეობისათვის სამეურნეო მიზნებისათვის ბოძის, სარის, ჭიგოს საკუთრებაში გაცემის შემთხვევებში გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური (გარდა სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ასეთი რესურსის გაცემის შემთხვევისა), რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, ბოძის გაცემის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.
10. ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილას დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით დასაწყობებული, ან ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყიდან გამოტანილი ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გადაცემისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი საფასური (გარდა სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ასეთი რესურსის გაცემის შემთხვევისა), ხოლო სარის, ჭიგოსა და ბოძისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, გადახდილი თანხიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.
11. სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ამ წესის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი.
ბ) აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მერქნულ რესურსზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის.
12. მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყარო