1. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში  დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის  მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს ინტერნეტგვერდსა და ინტერნეტგვერდზე – www.eauctio№.ge.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას;

ბ) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხეტყის (მორის) შემთხვევაში − მის ხარისხს, სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, ფირნიშის მონაცემებს;

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ტყის მართვის ორგანო;

დ) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს;

ე) ბეს ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

4. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, ტყის მართვის ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის  82-ე მუხლის შესაბამისა