2. მაღალი კატეგორიის ვაგონებითა და მატარებლებით მგზავრობისთვის პირებმა, რომლებსაც აქვთ სატალონო ბილეთი, დამატებით უნდა გადაიხადონ სხვაობა მგზავრობის პირობებსა და იმ პირობებს შორის, რომელთა უფლებას იძლევა სატალონო ბილეთი.

3. თუ სატალონო ბილეთით მგზავრობა ხდება დაბალი კატეგორიის მატარებლით ან ვაგონით იმ უფლებასთან შედარებით, რომელსაც ეს ბილეთი იძლევა, საფასურის გადაანგარიშება არ ხდება და უკან არ უბრუნდებათ.

4. თითოეული ტალონის ვარგისობის ვადა იწყება დასმული კომპოსტერის თარიღის შესაბამისად. სვლის გზაზე გაჩერება დაშვებულია ტალონის ვარგისობის ვადის ფარგლებში. ვადის გაგრძელება არ დაიშვებ