2. ყველა სახის სააბონემენტო ბილეთის ფასს და გაყიდვის ორგანიზაციის წესს ადგენს რკინიგზა.

3. სააბონემენტო ბილეთები იძლევა მგზავრობის უფლებას ყველა საგარეუბნო მსვლელობის მატარებლებით ერთი მიმართულებით 50კმ. საგარეუბნო ზონაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უბანზე არ მოძრაობს საგარეუბნო მატარებლები, რკინიგზის განკარგულებით მგზავრებს ეძლევათ ნებართვა იმგზავრონ ადგილობრივი მსვლელობის მატარებლების საერთო ვაგონით.

4. სააბონემენტო ბილეთების გაყიდვა წარმოებს წინასწარ და არა უმეტეს 5 დღისა მათი მოქმედების ვადის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ბილეთზე დაისმება დათარიღებული რიცხვის კომპოსტერი, საიდანაც დაიწყება ბილეთის მოქმედება.

5. ერთი სააბონემენტო ბილეთის (შეღავათიანი) გაყიდვა ნებადართულია საგარეუბნო ზონის გასაჩერებელ პუნქტიდან საკვანძო პუნქტის გავლით მეორე მიმართულების საგარეუბნო ზონის გასაჩერებელ პუნქტამდე, მათ შორის ერთ ვაგზალში ჩასვლით და მეორე ვაგზლიდან გასვლით. ასეთ შემთხვევაში მგზავრობის საერთო მანძილმა არ უნდა გადააჭარბოს 50კმ-ს.

6. შეღავათიან სააბონემენტო ბილეთში ნაჩვენები უნდა იქნეს გასვლის და დანიშნულების გასაჩერებელი და საკვანძო პუნქტების დასახელებები და ბილეთის ღირებულებ