2. სატალონო ბილეთს (პირველ და მეორე გვერდებს) გაცემისას ავსებს რკინიგზის საფინანსო სამსახური, რომელიც თითოეული ტალონის წინა პირზე აღნიშნავს მისი ვარგისობის ვადას.
3. თითოეულ ცალკეულ ტალონს ავსებს მოლარე მხოლოდ იმ უბნის ფარგლებში მორიგი მგზავრობის სატალონო ბილეთის წარდგენისას, რომელზეც სატალონო ბილეთია გაცემული.
4. ტალონის შევსების შემდეგ ბილეთის მოლარე ადებს მას კომპოსტერულ ნიშნებს.
5. სატალონო ბილეთები ნამდვილია ბილეთზე აღნიშნული ვადის განმავლობაში და მხოლოდ იმ უბნის ფარგლებში მგზავრობისთვის, რომელზეც გაცემულია ისინი.
6. თითოეული ტალონი ნამდვილია ერთი მგზავრობისთვის და მხოლოდ ერთი მიმართულებით. უკანა მიმართულებით მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ მომდევნო ტალონ