1. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღესა და საათზე, რის შემდეგაც შემოსული განაცხადები არ მიიღება.
2. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრეტენდენტი იღებს სპეციალურად აუქციონისათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ), ე.წ. ,,მონაწილეობის ბარათს”, რის შემდეგაც იგი იძენს პრეტენდენტის სტატუსს.
3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე.
4. ბეს ოდენობა განისაზღვრება წლიური საწყისი ფასის 100 %-ის ოდენობით.
5. თუ პრეტენდენტი აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში - ბეს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო შეთავაზებულ ფასში.
6. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) პრეტენდენტი არ გამოცხადდა აუქციონზე;
ბ) თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში)
"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ" · რედაქცია 26.07.2011
მუხლი 27. აუქციონში მონაწილეობის პირობები
თავი VI — ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის წესი და აუქციონის წლიური საწყისი ფასი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100 %
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება
- მუხლი 17. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად
- მუხლი 21. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები
- მუხლი 22. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება
- მუხლი 24. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები
- მუხლი 26. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 28. უარი აუქციონში მონაწილეობაზე
- მუხლი 29. აუქციონის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 30. აუქციონის ჩაშლა
- მუხლი 31. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი
- მუხლი 32. ანგარიშსწორების წესი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ", მუხლი 27, №56, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 390050000.32.057.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1135481/muxli-27/