1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო შეთავაზებულ წლიურ ფასს.
2. მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) უნდა იქნეს გადახდილი ხელშეკრულების ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლების ხელშეკრულების მიმღები დაარღვევს ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება გაუქმებულად