1. აუქციონის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება აუქციონის ჩატარების პროცესი და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს:
ა) აუქციონში მონაწილე გამარჯვებული პირი;
ბ) აუქციონის ჩატარებისათვის უფლებამოსილი პირი.
3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს აუქციონის ჩატარებისათვის უფლებამოსილი პირი.
4. ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება სარგებლობის ხელშეკრულება