1. აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს სააგენტო.
3. პრეტენდენტი აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარადგენს ,,მონაწილის ბარათს” და გადის რეგისტრაციას.
4. სააგენტოს წარმომადგენელი საჯაროდ აცხადებს აუქციონის დაწყებას და აუქციონის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, მის საწყის ფასს).
5. პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს აუქციონში, დალუქული კონვერტით წარადგენს ინფორმაციას, რომელშიც დაფიქსირებული იქნება კონკრეტული ფასი, პრეტენდენტის დასახელება და ხელმოწერა და რომელსაც ათავსებს აუქციონისათვის განკუთვნილ სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში.
6. კონვერტ(ებ)ის ყუთში მოთავსების შემდეგ ყუთი იხსნება.
7. კონვერტების გახსნის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენელი ასახელებს იმ პრეტენდენტის სახელს, რომელმაც აღნიშნულ აუქციონში წარადგინა ყველაზე მაღალი ფასი, და აცხადებს მას გამარჯვებულად