1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება.
2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს:
ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხემცენარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა.
3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე.
4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
5. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა სააგენტოს, რომელიც მის რეალიზაციას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა