1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით.
2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებმა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამოყენება.
3. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარის და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ მოჭრილ ხე-ტყეზე ტყითმოსარგებლე იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა სააგენტოს, რომელიც მის რეალიზაციას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით