1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობას, აგრეთვე კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობას.
2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით და მოსაწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ წესის 37-ე–41-ე მუხლებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობად