1. ტყის მიწის გამოყოფა სათიბად და საძოვრად დასაშვებია არაუმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობისთვის – არაუმეტეს 5 წლის ვადით.
2. ტყის მიწის სათიბად გამოყენების მიზნით სამუშაოების განხორციელებისას დაუშვებელია მუხლუხოიანი ტექნიკის გამოყენება.
3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყის მიწაზე, იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებას ან/და ეროზიულ მოვლენებს.
4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობაში გაცემულ ტყის მიწაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობ