1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალურ სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) გამოსაყენებელი ტყის ფართობის და საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) საძოვარზე პირუტყვის რაოდენობის, ხოლო ფუტკრის დროებითი სადგომების მოწყობის შემთხვევაში – დროებითი სადგომების ოდენობის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოანცემების/ინფორმაციის, გარდა დაინტერესებული პირის განცხადებას ასევე უნდა დაერთოს ვეტერინარული ცნობა პირუტყვის სავალდებულო აცრების შესახებ.

4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით,  ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევის მასალები უნდა შეიცავდეს შემდგ მოცემებს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია;

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ საძოვრის განთავსების მიზნით ფართობის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღება წინასწარი კვლევის საფუძველზე, პირუტყვის ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.

6. ტყის ფართობის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ფუტკრის დროებითი სადგომის განთავსების მიზნით ფართობის შერჩევისას ფართობი ანგარიშდება სადგომის რაოდენობისა და ერთი სადგომისთვის საჭირო ფართობის პროპორციულა