სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:
ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;
დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;
ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
თავი X
საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს: ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია; გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია; დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია; ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება. 2. ტყითმოსარგებლე „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას. თავი X საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა